პროექტის სახელი ,,ბუნებას გაფრთხილება სჭირდება’’
როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით–
ითვალისწინებს ბუნების შესახებ სხვადასხვა ავტორთა(ხალხური) ნაწარმოებების შესაბამისი ილუსტრაციებისა და ინფორმაციების მოძიებას.
პროექტის სრული აღწერა–დაგეგმვა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე , ბუნებაში არსებული პრობლემების შესახებ მოსწავლეებს დაუგროვდათ უამრავი კითხვა , ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პროექტის გაკეთება თემაზე: ,,ბუნებას გაფრთხილება სჭირდება.’’
მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნებიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საერთო სურვილისა და ინტერესის გამო.
I ჯგუფი– მოიძიებს ინტერნეტის საშუალებით იმ ავტორთა შესახებ ბიოგრაფიულ ინფორმაციას და ფოტო მასალას, რომლებიც ძირითადად ეხებიან ბუნების საკითხებს.
მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
II ჯგუფი–მოიძიებს ინფორმაციას ბუნების მრავალფეროვნებაზე წელიწადის დროების მიხედვით(წარმოადგინონ ცხრილის სახით),აგრეთვე ბუნების ამსახველ ეპიზოდებზე სხვადასხვა ლიტ. ნაწარმოებებიდან,ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების უნიკალური ბუნების ამსახველი სურათები(ფოტო და ვიდეო მასალა).
III ჯგუფი–მოიძიებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებში როგორ უფრთხილდებიან ბუნებას და მათი ლიტერატურული ნიმუშების მოპოვება ამ საკითხთან დაკავშირებით.
გამოიყენებენ ინტერნეტს.
ა) ჯგუფებს ვავალებთ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინონ ნახატებითა და ნაძერწი ფიგურებით.
ბ)მოსწავლეთა ნამუშევრების შეგროვება –ორგანიზება და გამოფენა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება სიგელებით.ჟიურის წევრებს მოსწავლეები წარმოადგენენ. როლური თამაშები საინტერესო ეპიზოდებიდან, ალბომის შექმნა და ელ–ვერსიაზე მუშაობა უფროსების დახმარებით.
მონაწილეთა ასაკი– 7–11წ.
მიზნები და შედეგები– ბუნების სიყვარული, მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის გაცნობა.იმის გაცნობიერება, რომ ჯანსაღი ბუნება დედამიწაზე სიცოცხლის საწინდარია.აგრეთვე გავაცნოთ როგორ უფრთხილდებოდა მას ქართველი კაცი ძველად . დღევანდელ რეალობაში საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ .ყოველგვარი კანონის დარღვევით ჩეხავენ უნიკალური ჯიშის მცენარეებს ,ხოცავენ ცხოველეთა ისეთ სახეობებს,რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილი. შევახსენოთ ,,ტყე შეუნახე შვილებსა , მამა ხარ შენი ვალია’’.
ვადები /ხანგრძლივობა– 3–თვე.
სარგებელი სხვებისთვის–
მოსწავლეები დაინახავენ , რომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას .ამით პრობლემა მოგვარებადია.მათი ნამუშევრები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული ბავშვისთვის.
სამუშაო ენა–ქართული
პროექტის ფასილიტატორი:გვაზავა შორენა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა gvazavashorena@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი